Amazon–მა წარმოადგინა პირველი Kindle ფერადი ეკრანით

Amazon.com Inc.–მა წარმოადგინა ელექტრონული წიგნების წამკითხავის, Kindle – ის ახალი მოდელი, რომელიც აღჭურვილი იქნება ფერადი ეკრანით.
Kindle 2007 წლიდან გამოდის და ყველა წინა მოდელს ჰქონდა შავ–თეთრი ეკრანი.
Kindle Colorsoft ეღირება $279. მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის, მომხმარებლებისთვის მიწოდება 30 ოქტომბერს დაიწყება, იუწყება CNBC.