ზვიად შალამბერიძე – წარმატების საწინდარი ერთიანობაშია

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის ს მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.
„თერჯოლის მოსახლეობასთან შეხვედრისას, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, თუ რამდენად სწორად აქვთ გააზრებული უმნიშვნელოვანესი პრინციპი – წარმატების საწინდარი ერთიანობაშია. ასევე, მათ კარგად ესმით 2024 წლის საპარლამენტო ს მნიშვნელობა. მოქალაქეების შემართება და პოზიტიური განწყობა დამატებით მოტივაციას მაძლევს, რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, გავხდე მათი ხმა პარლამენტში, რასაც თავდადებით მივუდგები, რომ მათი მოლოდინები გავამართლო,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.