გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი და სახელმწიფოს მეთაური, ყველას ხვდება, მათ შორის, მეც – განსაკუთრებული არაფერი ხდება

პოლიტიკის ექსპერტი ორბელიანების სასახლეში მივიდა.
როგორც ხუხაშვილმა მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდში ყველას, მათ შორის მასაც ხვდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება.
„ბუნებრივია მოდის და პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი და სახელმწიფოს მეთაური, ყველას ხვდება, მათ შორის, მეც. განსაკუთრებული არაფერი ხდება… იმისათვის, რომ არჩევნებმა მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩაიაროს, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს და უკან ჯოჯოხეთში არ დაგვაბრუნონ ვიღაც-ვიღაცებმა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის მოსაზრებით, თუკი არჩევნებამდე წინასწარ გახდება ცნობილი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამომრჩევლისადმი პატივისცემა იქნება.
„თუკი ამომრჩევლისთვის წინასწარ იქნება ცნობილი ფიგურა, რომელმაც უნდა მართასო ქვეყანა, ეს ამომრჩევლისადმი პატივისცემას ადასტურებს“, – აღნიშნა მან.
ამასთან , ხუხაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ,რომ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეიძლება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური იყოს.
„არ მგონია ნიკა გილაურის კანდიდატურა განიხილებოდეს“, – აღნიშნავს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს 15 ოქტომბერს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს