ყველაფერი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სწორად იმოქმედა, საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი გზა, რეფორმები ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის და ახლა ეს ყველაფერი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს – თალაკვაძე

მმართველ გუნდში ევროპული საბჭოს მხრიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დადებით გადაწყვეტილებას ელიან, თუმცა “ქართულ ოცნებას” ოპოზიციისგან სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის იმედი არ აქვს.
მათი განმარტებით, ოპონენტებმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობას ბოიკოტი თავიდანვე გამოუცხადეს და მათი მიზანი ქვეყნის წინსვლისთვის ხელის შეშლაა.
“პარტნიორების მხარდაჭერით გვაქვს მწვანე შუქი, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს 15 დეკემბრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სტატუსთან ერთად, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა იმ გეგმაზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იქნება აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერი ადასტურებს, რომ სწორად იმოქმედა ხელისუფლებამ, საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი გზა და რეფორმები ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის და ახლა ეს ყველაფერი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან