დიმიტრი პესკოვი – ვოლოდიმირ ზელენსკის „სამშვიდობო გეგმა“, დიდი ალბათობით, ზელენსკის მიერ შენიღბული ამერიკული გეგმაა ანუ ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი, „სამშვიდობო გეგმა“, სავარაუდოდ, იგივეა, რაც -ის გეგმა, ანუ „რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე“.
„უკვე ამდენი კვირაა საუბარია რაღაც ეფემერულ „სამშვიდობო გეგმაზე“, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არის იგივე გეგმა, რაც ამერიკელების – ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე, რომელიც ახლა ზელენსკიმ შენიღბა და უწოდა “სამშვიდობო გეგმა“. როგორც ჩანს, ეს ასეა. სხვა გეგმა არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, რთულია კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაც ჯერ არ გაუგია, ან უნახავს და „ალბათ, რაღაცის თქმა შესაძლებელი იქნება, როცა გეგმა სრულად გამოქვეყნდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა