შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომლის მიზანია გააღრმაოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის, ბრიუსელში, 6 დეკემბერს გაიმართება.
მათივე ცნობით, ქართული დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ნატო-ს შტაბ-ბინაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.
დელეგაციის ვიზიტი 7 დეკემბერს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ