ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, იანვრამდე დაასრულოს – CNN

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, იანვრამდე დაასრულოს, რის შემდეგაც „ჰამასის“ წევრებსა და ლიდერებზე უფრო მიზანმიმართულ თავდასხმებზე გადავიდეს, – ინფორმაციას, ს ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. აქვე აღნიშნულია, რომ თეთრმა სახლმა გააფრთხილა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება შეზღუდოს.
ბოლო ინფორმაციით, ცახალი ამჟამად ღაზის სიდიდით მეორე ქალაქში, ხან-იუნისის ცენტრში იმყოფება; ალყაშია მოქცეული ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მათმა თავდაცვის ძალებმა უნდა შეინარჩუნონ კონტროლი ღაზის ომის შემდეგ განიარაღებაზე და უარყო იდეა, რომ საერთაშორისო ძალებს შეუძლიათ, პასუხისმგებელნი იყვნენ ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა გაერო-ს ჰუმანიტარულ კოორდინატორს, ლინ ჰასტინგსს ვიზა გაუუქმა. მიზეზად ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის მიკერძოებულობა დაასახელა.
ამავე დროს, მკაცრი კრიტიკით გამოვიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქალთა და ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მიმართ. “სად ჯანდაბაში ხართ?” – ასეთი კითხვით მიმართა მათ მ “ჰამასის” მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მათი რეაქციის გამო.