“დაფინანსების საკითხზე უთანხმოების გამო, ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან ონლაინ ბრიფინგი გააუქმა” – BBC

შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დაფინანსების საკითხის ჩიხში შესვლის გამო, ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებთან ონლაინ ბრიფინგზე უარი თქვა. ვირტუალური გამოსვლები ბოლო მომენტში გაუქმდა, – ამის შესახებ BBC წერს.
„ზელენსკი ვერ შემოუერთდა ჩვენს ბრიფინგს. ბოლო წუთს, რაღაც მოხდა”, – განაცხადა “დემოკრატმა” სენატორმა.
ონლაინ ჩართვის გაუქმებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის განცხადება, რომ, თუ აშშ-ის სენატი უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას არ დაამტკიცებს, უკრაინა რუსეთთან ომის წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან