პრეზიდენტმა შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილი და და-ძმა ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.
პრეზიდენტმა, მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები – დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
“ნებაყოფლობით მოხალისეობა ეს არის მოქალაქეობის ნამდვილი გამოვლენა. თქვენ წარმოადგენთ ძალიან დიდი ძალას,რომელსაც ვერავინ ვერ შეაკავებს იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა. თქვენ ხართ ევროპა იმიტომ, რომ ევროპა ეს არის – თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგემა იმის, თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას და ქვეყანას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება