ბენჟამინ ჰადადი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების მთლიანობასა და კანონის უზენაესობას პატივი სცეს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების მთლიანობასა და კანონის უზენაესობას პატივი სცეს, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა – დელეგატმა, ბენჟამინ ჰადადმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების მთლიანობასა და კანონის უზენაესობას პატივი სცეს. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს. თუ საქართველოს ევროპული გზის გაგრძელება სურს, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, რადგან ჩვენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ, ეს ფუნდამენტური ღირებულებები დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ბენჟამინ ჰადადმა.
შეგახსენებთ, დღეს, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია