იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტი $4.8 მლრდ-მდე, იმპორტი კი $12 მლრდ-მდე გაიზარდა

იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტი $4.8 მლრდ-მდე, იმპორტი კი $12 მლრდ-მდე გაიზარდა
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 779.0 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 4.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 992.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.6 პროცენტით).
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 205.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.