Ryanair-ის ვებგვერდი და აპლიკაცია 9 საათით მუშაობას წყვეტს

Ryanair-ის ვებგვერდი და აპლიკაცია 9 საათით მუშაობას წყვეტს
Ryanair-ის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ავიაბილეთების შეძენა 9 საათის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საკუთარ ვებგვერდზე და აპლიკაციაში ბევრი ფუნქციის მუშაობას აჩერებს. საუბარია 16 ოქტომბრის 17:00 GMT-დან 17 ოქტომბრის 02:00 GMT-მდე პერიოდზე. ამ ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ავიაბილეთების დაჯავშნა, არსებული ფრენების შეცვლა, ფრენის რეგისტრაცია ან არსებული ჯავშნების ნახვა. ამრიგად, საიტი და აპლიკაცია რეალურად არ იმუშავებს.
„ავიანიუსი“