U21. ნიდერლანდებმა შვედეთს მოუგო და საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა, რომელსაც პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და უმოტივაციოდ იყო, საკუთარ მოედანზე შვედეთი 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები შვედეთს 1 ქულით ჩამორჩება და თუ ხვალ ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგებს, ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გავა.
ნიდერლანდები – შვედეთი 3:0
გოლები: 1:0 ემეგა (2), 2:0 ვან დენ ბერგი (17), 3:0 ეილე (64, საკ. კარში)
სანამ ამ მიცემდას არ ამოვიგდებთ ტვინიდან სულ ასეთ უბადრუკ დღეში ვიქნებით. იმიტომ რომ ღირსებას ჩვენს თავში ჩავკლავთ და ვიქნებით მთელი ერი უღირსები ისე, როგორც დღეს საკმაოზე მეტნი არიან.