ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ ისაუბრა:
„თანაბარი ჯგუფია და ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. სანიოლი აქამდე გუნდს ხუთმცველიანი დაცვით ათამაშებდა, მაგრამ ჩვენი გამარჯვების მიზეზი არა ტაქტიკა, არამედ ისაა, რომ ჩენ მათგან განსხვავებით შანსი გამოვიყენეთ. მოგებით გახარებული ვარ და იმედია, ბოლო ორ საშინაო შეხვედრაშიც მივაღწევთ მიზანს.
სანიოლი კარგად მუშაობს, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ბოლო ორი ტური დაძაბული იქნება. როგორც ვთქვი, ჯგუფში ფავორიტი არ არის. შანსი ბოლომდე ყველას ექნება. ცვლილებები ფეხბურთელების
დაღლილობის გამო გავაკეთე და ამან იმუშავა.
გულშემატკივრების მხრიდან ალბანეთის ჰიმნზე ტაშის დაკვრა ძალიან კარგი ჟესტი იყო. ეს დასაფასებელია”.