Renault ბრაზილიაში ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებისთვის 350 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებს

Renault ბრაზილიაში ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებისთვის 350 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებს
ფრანგული ავტომწარმოებელი Renault ბრაზილიაში, ჰიბრიდული ძრავის მქონე ახალი C-SUV მოდელის ავტომობილების წარმოებისთვის, 350 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
ავტომობილები ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში გასაყიდად იწარმოება.
აღნიშნული ინვესტიციით ფრანგული ავტომწარმოებლის მთლიანი ინვესტიცია ბრაზილიაში 2021 წლიდან დღემდე 850 მილიონ ევროს მიაღწევს.
2023 წლის დასაწყისიდან რენოს კაპიტალიზაცია 15,2%-ით, ხოლო CAC 40 საფონდო ინდექსი 13,5%-ით გაიზარდა.