Sport Mediaset-ის ინფორმაციით, 34 წლის იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა. გამოცდილი ფორვარდი “ჯენოასთან” აწარმოებს მოლაპარაკებას და წესით, შეთანხმებას წინ აღარაფერი არ უნდა დაუდგეს.
“სუპერ მარიო” გენუურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.
ბალოტელის ბოლო კლუბი თურქული “ადანა დემირსპორი” იყო, იტალიაში კი ადრე “ინტერში”, “მილანსა” და “ბრეშაში” ასპარეზობდა.