ცნობილია საქართველოს რომელ მოქალაქეებს დასჭირდებათ რუსეთში ვიზა პუტინის განკარგულების შემდეგ

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ს ინტერესების განყოფილება რუსეთის პრეზიდენტის ს 10 ოქტომბერს ხელმოწერილ ბრძანებულებას ეხმაურება.
„რუსეთი საქართველოსთვის მაქსიმალური ვიზალიბერალიზაციისკენ მიდის“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, „წინა რეგისტრაციის რეჟიმი დარჩება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ახლო ნათესავების მრავალჯერადი წლიური კერძო ვიზებისთვის“.
„ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, მაგალითად, ისწავლონ, ან იმუშაონ რუსეთში მანამდე არსებული 90-დღიანი სავიზო შეზღუდვის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარემოებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მრავალჯერადი ვიზისთვის, ასევე განმარტა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ.
„ახლა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ, ან სწავლის მიზნით მიემგზავრებიან, ვიზის აღება აღარ სჭირდებათ. ისინი მოდიან უბრალოდ პასპორტით.
მათთვის, ვისაც სურს რუსეთში ჩასვლა მოკლე დროით, უვიზო რჩება სამ თვემდე.
ვინც რუსეთში სამ თვეზე მეტხანს აპირებს დარჩენას და არ აპირებს სამუშაოს ან სწავლას, მაინც უნდა გააფორმონ მრავალჯერადი წლიური ვიზა ნათესავების მოწვევით“, – განაცხადა მან.
ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ პუტინის გადაწყვეტილება არის „სერიოზული ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების მიმართ“. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პუტინმა ცეცხლაძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ ეთნიკურ ურთიერთობათა საბჭოში შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ