უკრაინის დაზვერვა – რუსეთის სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“ – ზე „ტუ-134“ განადგურდა

რუსეთის ფედერაციაში, სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“ – ზე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Tu-134 განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
„2024 წლის 12-13 ოქტომბრის ღამეს რუსეთში დაიწვა აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების 117-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკის „ტუ-134“ ტიპის თვითმფრინავი. დამანგრეველი ხანძარი გაჩნდა ს სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“-ზე, სადაც „ტუ-134 იყო განთავსებული“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ასეთი საბჭოთა თვითმფრინავები გამოიყენება, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მმართველი პირების ტრანსპორტირებისთვის.