ნიკოლოზ სამხარაძე – ბრიუსელში შეხვედრაზე საუბარი იმ პროგრესს ეხებოდა, რაც საქართველოს აქვს

ჩვენ გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. საუბარი იმ პროგრესს ეხებოდა, რაც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული. მისივე განცხადებით, საუბარი შეეხო დან მომდინარე საფრთხეებს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს, მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები.
„ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ეკონომიკური საკითხები, მათ შორის ის, რამდენად არის საქართველო დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე. ასევე ინტერესი იყო გამოთქმული ჩვენს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და სამოქმედო გეგმაზე, კერძოდ, როგორ ვხედავთ, ამ გეგმის შესრულების პროცესს. საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს როლზე. ასევე საუბარი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, მათ შორის, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება, კიდევ მეტი გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის მანამ, სანამ ქვეყანა გახდება ნატო-ს სრულფასოვანი წევრი“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან