ბუქარესტის სამთავრობო შენობებში შეიძლება შინაურ ცხოველების შეყვანა დაუშვან

ბუქარესტის მაცხოვრებლებისთვის, შესაძლოა დასაშვები გახდეს სამთავრობო უწყებებში შინაური ცხოველების შეყვანა. შესაბამისი კანონპროექტი საჯარო განხილვაზეა წარდგენილი.
კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველები, განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, შეძლებენ ობიექტებში შესვლას ზრდასრული ადამიანების ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ. ძაღლები უნდა იყვნენ საბმელით, ხოლო კატები სპეციალურ გადამზიდავ კონტეინერში. დიდი ზომის მებრძოლი ჯიშის ძაღლებს, ანუ მომეტებული რისკის ჯიშის ცხოველებს, უნდა ეკეთოთ პირზე ალიკაპი. მფლობელები ვალდებულნი არიან, რომ ცხოველი უყურადღებოდ არ დატოვონ და დისკომფორტი არ შეუქმნან სხვას.
მეპატრონე ასევე ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინოს ვეტერინარული პასპორტი, რომელიც ადასტურებს ცხოველის ვაქცინაციას. შინაური ცხოველები უნდა იყვნენ ჯანმრთელი და სუფთა, დაავადების ან პარაზიტების ნიშნების გარეშე.
შინაური ცხოველების მფლობელებმა ასევე უნდა აკონტროლონ თავიანთი შინაური ცხოველების ბუნებრივი საჭიროებები და შეაგროვონ მათი ნარჩენები.
თუ ცხოველი ცუდად მოიქცევა, პატრონს პირველ ჯერზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცემა, უარეს შემთხვევაში კი, იმავე შენობაში შინაური ცხოველის შეყვანა აეკრძალება.
სხვათა შორის, ვროცლავის (პოლონეთი) უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს უფლება დართეს შენობაში თავიანთი ოთხფეხა შინაური ცხოველების შეიყვანონ. ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ინიციატივა მოაგვარებს შინაური ცხოველების მარტოობის პრობლემას, რაც ცხოველისთვის დამატებითი სტრესია. ამიერიდან ვროცლავში ცხოველები აღარ იქნებიან მარტო, სანამ მათი პატრონები ისწავლიან.