ლევან ხაბეიშვილი – ვარკეთილის ოფისის დარბევაზე დავალების გამცემი არის სოზარ სუბარი, არჩევნების წინ ასეთ დავალებებს სწორედ ის გასცემს

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი. სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელი ასეთ დავალებებს იძლევა. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ სოზარ სუბარს, როგორ მოხდა ეს კრიმინალური ფაქტი, რადგან მისი ხელქვეითები დაბალ დონეზე თავს იმართლებენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. კომუნიკაციის დროს ძალიან შეშინებულები არიან, რადგან ასეთი რამ ვარკეთილში ძალიან მძიმე საყურებელია, მათ შორის ამომრჩევლისთვის. რამდენიმე დღის წინ 2000 – კაციანი შეხვედრა გვქონდა ისან-სამგორის მოსახლეობასთან, გუშინაც ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და აქედან გამომდინარე ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. კამპანიის დროს ჩვენ ვსაუბრობთ პენსიაზე, ევროკავშირის პასპორტზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, საპროცენტო სესხების განაკვეთების დაწევაზე, ადამიანებს ასეთ თემებზე დისკუსიას ვთავაზობთ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს, საარჩევნო გარემო მთლიანად შეცვალოს. ეს არის გაგიჟებული ადამიანის ქცევა – ქვების, ბოთლების სროლა, საღებავების სროლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”