მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ულტიმატუმი წაუყენა

კილიან მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ულტიმატუმი წაუყენა. Footmercato-ს ცნობით, “რეალის” ვარსკვლავი ითხოვს, რომ ნაკრებში მხოლოდ მნიშვნელოვან შეხვედრებში ითამაშოს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კილიანს 2025 წელს “ოქროს ბურთის” მოგება სურს და ცდილობს, რომ საკუთარი თავი ტრავმებისგან მაქსიმალურა დაიცვას.
მბაპეს ულტიმატუმზე საფრანგეტის ფეხბურთის ფედერაციის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.