დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერებას გეგმავს

დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერებას გეგმავს.
„მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი თავშესაფრის უფლების დროებითი ტერიტორიული შეჩერება იქნება“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ევროპაში აღიარებას მოითხოვს.
„ჩვენ პოლონეთში არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე შევამცირებთ, ჩვენ აღმოვფხვრით იმ პრაქტიკას, რომელიც დე ფაქტო არღვევდა პოლონეთის ინტერესებს, პოლონელი ქალებისა და პოლონელების უსაფრთხოებას, ასევე პოლონეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას არღვევდა. ჩვენ ამ პრაქტიკას ნულამდე დავიყვანთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებენ მას ლუკაშენკო, პუტინი, კონტრაბანდისტები და ადამიანებით მოვაჭრეები, როგორ ხდება ამ უფლების თავშესაფრის უფლების არსის წინააღმდეგ გამოყენება“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვით, რომ პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით