ინდოეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტი გააორმაგა – Bloomberg

ინდოეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტი გააორმაგა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ, ევროპელ და ინდოელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, სთვის კრიტიკული ტექნოლოგიების მიწოდების თვალსაზრისით, ინდოეთი მეორე ადგილს იკავებს და იგი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.
სააგენტო წერს, რომ სანქცირებული საქონლის, როგორიც მიკროსქემებია, ინდოეთიდან რუსეთში ექსპორტის ღირებულებამ, 2024 წლის აპრილ-მაისში 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული წინა თვეების მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ივლისში კი ექსპორტი 95 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რუსეთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საიდუმლო ტექნოლოგიების დაახლოებით, მეხუთედს ინდოეთის გავლით იღებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ