ჯემალ გამახარია გალის ფორმატზე – აუცილებელია კონტაქტები არსებობდეს – ეს ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია და ითვალისწინებს იმას, რომ ხელოვნურ საზღვარზე იყოს სიმშვიდე და არ მოხდეს გაუგებრობები

კარგად ვიცით, რომ ს პრობლემის მოგვარება, დღეს, როდესაც ეს ტერიტორია ოკუპირებულია და ს ბაზები დგას, შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში დაგდება დრო, როდესაც ამ ბაზებს მოუწევთ იქიდან გასვლა,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, აფხაზები შიდა საკითხებს მართავენ, მაგრამ გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს „ოკუპანტთან წყვეტენ“.
მან ასევე ისაუბრა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენის საკითხზე.
„ჟენევის ფორმატში არსებობს „გალის ფორმატი“ და ასევე ერგნეთში ხდება შეხვედრები. 2018 წლიდან გალის ფორმატმა შეწყვიტა ფუნქციონირება, ეს ამბავი მოხდა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ. როგორც იქნა მოხდა შეთანხმება, რომ ეს ფორმატი აღდგეს [გალის ფორმატი] და მოხდეს კონფლიქტების პრევენცია და რეაგირება, როგორც ეს ადრე ხდებოდა გალთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე შეფასებით, გალის ფორმატის განახლება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ე.წ. საზღვარზე იყოს სიმშვიდე და არ მოხდეს გაუგებრობები.
„აუცილებელია კონტაქტები არსებობდეს. ეს გახლავთ ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილი და ითვალისწინებს იმას, რომ ხელოვნურ საზღვარზე იყოს სიმშვიდე და არ მოხდეს გაუგებრობები. კარგი ფორმატია, რომელიც ორივე მხარისთვის არის სასარგებლო”,- განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, ენგურზე ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობასთან ქართულ მხარეს კავშირი არ აქვს.
„თვითონ მოიფიქრეს, წლების განმავლობაში კამათის შემდეგ, რომ გახსნან საბაჟო ტერმინალი. ფული რომ წავიდეს ბიუჯეტში და არა ჯიბეში. ტერმინალის მშენებლობასთან ქართულ მხარეს კავშირი არ აქვს. ჩვენ რაში გვჭირდება იქ ტერმინალი ან საგუშაგო. ეს არის მათი გადაწყვეტილება. მათი სურვილია, რომ ვითომ, სახელმწიფოს ყველანაირი ატრიბუტი არსებობდეს იქ, ესეც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – „ხედავთ, სახელმწიფო გვაქვს: საზღვარი, საბაჟო“. ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით“,- განაცხადა გამახარიამ.
გამახარიამ გადაცემაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო შეხვედრა და დიალოგი. მისი თქმით, ეს იყო გადაცემაში მონაწილეობა.
„ფაქტი საინტერესო იყო, მაგრამ ამის დიალოგად მონათვლა ან ახლა ფორმატზე საუბარი არ შეიძლება. რაც ჩვენ ვიხილეთ არის ის, რომ ჟურნალისტი ინტერვიუს ართმევს ერთსა და მეორეს. ეს არ იყო შეხვედრა და დიალოგი, ეს იყო გადაცემაში მონაწილეობა. ამან ორივე მხრიდან გამოიწვია უარყოფითი რეაქცია, თუმცა ბევრი ამას, საკმაოდ, კარგად შეხვდა“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე შეფასებით, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება მანამ სანამ ტერიტორია ოკუპირებულია და რუსეთის ბაზები დგას, შეუძლებელია.
„კარგად ვიცით, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება, დღეს, როდესაც ეს ტერიტორია ოკუპირებულია და რუსეთის ბაზები დგას, შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არც თუ ისეთ შორეულ მომავალში დაგდება დრო, როდესაც ამ ბაზებს მოუწევთ იქიდან გასვლა. როდესაც პირისპირ დავრჩებით ამ ადამიანებთან, მათ ქართველებთან ურთიერთობის პრობლემა არ ექნებათ. ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი. დე-ფაქტო ხელისუფლებასთანაც შეძლება საუბარი, მაშინ როდესაც ოკუპანტი არ იქნება“, – განაცხადა გამახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება