პუტინმა ექსტრემისტული მასალების მოძიებაზე ჯარიმები დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც ინტერნეტში ექსტრემისტული მასალების განზრახ მოძიება, მათ შორის VPN -ის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.
VPN (virtual private network — „ვირტუალური კერძო ქსელი“) ესაა დაშიფრული კავშირის საშუალება მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის, რაც უზრუნველყოს უსაფრთხო კავშირს და ციფრული ინფორმაციის დაცვას. VPN მალავს მომხმარებლის ნამდვილ IP (ანუ სად იმყოფება ის, საიდაც შევიდა ინტერნეტში) მისამართს და მის ნაცვლად წარადგენს VPN- სერვერის მისამართს.
რუსეთში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იყენებენ VPN-ს, რათა ხელი მიუწვდეთ ქვეყანაში არკძალულ სოციალურ ქსელებსა თუ და სხვა ვებ-საიტებზე.
ექსტრემისტულად მიჩნეული მასალების მომძიებელს 3-დან 5 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება.
გარკვეული აკრძალვები შეეხება თავად VPN-ს. VPN რეკლამის გავრცელებისთვის მოქალაქეებს 50-დან 80 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრებათ, თანამდებობის პირებს – 80-დან 150 ათას რუბლამდე, იურიდიულ პირებს – 200-დან 500 ათას რუბლამდე.
VPN-ის გამოყენება დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.
კომუნიკაციების მინისტრის მაკსუტ შადაევის განმარტებით, რიგით მომხმარებლებს, რომლებიც კონკრეტულად აკრძალულ მასალებს არ მოიძიებენ კანონი არ შეეხებათ. მისი თქმით, თითოეულ შემთხვევაში საჭირო იქნება განზრახვის და იმის დამტკიცება, რომ ძიების შინაარსი ექსტრემისტულია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ