ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე 10.2 მილიონი ლარი დაიხარჯა

დაბა ბაკურიანში უკვე დასრულდა ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ “კომერსანტს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.
“პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.
განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს