ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტყვეობაში დაღუპულ ჟურნალისტზე – ეს ნამდვილი დარტყმაა

რუსეთის ფედერაციის ტყვეობაში ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას გარდაცვალება ნამდვილი დარტყმაა მათთვის, ვინც მას იცნობდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ში ყველასთვის უაღრესად მტკივნეული საკითხია ტყვეებთან და დეპორტირებულებთან დაკავშირებული საკითხები.
„გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთში ტყვეობაში გარდაიცვალა. მრავალი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი დაღუპვა ნამდვილი დარტყმაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბევრი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, თემის ლიდერი ოკუპირებული ტერიტორიიდან, უბრალო ადამიანი კვლავ ს ტყვეობაში რჩება და რომის პაპთან შეხვედრისას მთავარი თემა უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნების საკითხი იყო.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას