ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩართეს – ამას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე

სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს – ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის „საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა“.
„მგონია, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას ჩალის ფასი აქვს, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. თავისთავად სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს. ეს უბრალოდ სწორი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში ს შედეგებზე. ქართველი საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „ხომ არ გიქმნით უხერხულობას ის, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას იცავდა“, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას“.
„მე უხერხულობას მიქმნის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგში აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია მიიღეს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ისეთი რეზოლუცია, რომელსაც არაფერი კავშირი აქვს სამართლიანობასთან, პრინციპებთან. ძალიან სამწუხაროა, როცა ბუნდესტაგი იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვს განხორციელებული; როცა ბუნდესტაგის რეზოლუცია ეფარება კრიმინალებს. ძალიან შემაშფოთებელია, როცა ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არ მიღებას და ა.შ. სწორედ ეს არის ის, რაც ქმნის უხერხულობას. ჩემთვისაც უხერხულია ეს ყველაფერი გამომდინარე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გერმანიის ბუნდესტაგის, პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ. თუმცა ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ, თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას.
მე ან „ქართული ოცნება“ რა შუაში ვართ ამასთან? ვინც მიიღო რეზოლუცია, სწორედ ის ადამიანები უნდა გრძნობდნენ უხერხულობას. ჩვენი საქმე არ არის, ვინ რა პოზიციით გამოვიდა გერმანიის ბუნდესტაგში. ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამენტს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ოპოზიციური პარტიები – “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ულტრამემარცხენე “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” წინააღმდეგ წავიდნენ. “მემარცხენეებმა” კი თავი შეიკავეს.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.
აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ს ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ