“ერთა ლიგის” B დივიზიონის მე-3 ტურში, უდანაკარგო საქართველოს ნაკრები უქულო უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოზნანის 42 837 ათასი ტევადობის არენაზე შეხვდება – დღეს, 11 ოქტემბერს, 22:45 საათზე. ვილი სანიოლის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია, შესაბამისად, მატჩამდე განაცხადის შემცირების საჭიროება არაა. რაც შეეხება სავარაუდო შემადგენლობას, თუკი რაიმე პრობლემა არ არსებობს, ის იგივე უნდა იყოს, რაც “ერთა ლიგის” საწყის ორ ტურსა და ევროპის ჩემპიონატზე უკანასკნელ ორ შეხვედრაში: მამარდაშვილი – კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
თუკი ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე
მიღწეული წარმატება სექტემბერში შესაბამისად გააგრძელა, სერგეი რებროვის ფეხბურთელმა ზაფხულში მიღებული იმედგაცრუებიდან გამოსლა ვერ მოახერხეს.
უკრაინელებმა ბოლოს ბევრი კი წააგეს, თუმცა მათ ევროპირველობის შესარჩევი ეტაპი საკმაო წარმატებით გაიარეს და “ერთა ლიგაზეც” დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს. რებროვის ბიჭებს შანსი არ დაუკარგავთ, იბრძოლებენ და წარმატებას ქართველებთანაც შეეცდებიან.
საქართველოს ეროვნული გუნდი “ერთა ლიგაზე” შთამბეჭდავი შედეგებით გამოირჩევა(ზედიზედ 4 მოგება და 9 მატჩი დაუმარცხებლად. მხოლოდ ერთხელ წააგეს, თბილისში სომხეთის ნაკრებთან), აი, უკრაინასთან ურთიერთთამაშებში კი არასოდეს მოუგია. სანიოლის გუნდს ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ცუდი სტატისტიკა ჰქონდა.
“ჯვაროსნების” მთავარი თილისმა და იმედი ხვიჩა კვარაცხელიაა(7 გოლი “ერთა ლიგაზე”), ერთ დროს მშვენიერ ფორვარდ რებროვს კი წინა ხაზზს უკვე მეორე სეზონია კარგ ფორმაში მყოფი არტემ დოვბიკი (“რომა”) ჰყავს, ვინც სექტემბერში ტრავმის გამო არ იყო. უკრაინელებს საკადრო პრობლემები ახლაც საკმაოდ აქვთ, სანიოლმა კი ყველა გამოიძახა, ვინც სურდა. “კვარას” გარდა, საერთაშორისო მედია “ლივერპულის” მომავალ მეკარე გიორგი მამარდაშვილსა და ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირ გიორგი მიქაუტაძეზე ბევრს საუბრობს.
შეხვედრის არბიტრის სტატისტიკა
შეხვედრის მთავარი მსაჯი ავსტრიელი იულიენ ვეინბერგერი იქნება. 39 წლის რეფერის ბოლო სანაკრებო შეხვედრა (მეოთხე არბიტრი)
კვიპროსის ნაკრებში თემურ ქეცბაიას უკანაკსნელი მატჩი იყო, სადაც მათ კოსოვოსთან (0:4) წააგეს. ბოლო 5 შეხვედრაში ვეინბერგერმა 31 ყვითელი და ოთხი წითელი ბარათი გამოიყენა. წინა უქმეებზე იულიენმა ოთარ კიტეიშვილის “შტურმის” მიერ “ზალცბურგის” (5:0) განადგურება განსაჯა.