ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ფორუმს ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით -ში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმს ასევე ესწრება პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი IDU-ს პრეზიდენტს, სტეფან ჰარპერს შეხვდა.
„ვიმყოფებით მსოფლიოში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფორუმზე, რომელშიც 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ გვქონდა უკვე მნიშვნელოვანი შეხვედრა სენატორ კრამერთან, ასევე გავაგრძელებთ ოფიციალურ შეხვედრებს. ამ ღონისძიებაზე დღეს განიხილება მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხები, ასევე საუბარი შეეხება ეკონომიკურ გამოწვევებს მსოფლიოში, ავტოკრატიების დასრულების მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარონ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. დღეს ღონისძიება გაიხსნა, გაგრძელდება 6 დეკემბრის ჩათვლით და ჩვენ დამატებით ვაშინგტონში გვექნება ოფიციალური შეხვედრები“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით