PISA-ს კვლევით, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს შედეგები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში შემცირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.
წაკითხულის გააზრებაში საქართველოს მაჩვენებელი 6 ქულით შემცირდა და 374 ქულას შეადგენს, მათემატიკაში 390-ს (-8), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 384-ს (+1).
აღსანიშნავია, რომ საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის სამივე ნაწილში საშუალო მაჩვენებლებს ჩამორჩება. საშუალო მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 476 ქულაა, მათემატიკაში 472, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 485.
ამავდროულად, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სქესის მიხედვით შედეგებში გოგოების მაჩვენებელი ბიჭებისას აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით