გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია“ დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი “ციფრული აკადემია” დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სასწავლო კურსში გაიარა კონკურსის წესით შერჩეულმა 14-დან 18 წლამდე ასაკის 20-მდე გორელმა ახალგაზრდამ. მათ პროექტის ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
„მოზარდები ინფორმაციულ ტექნოლოგიებს 5 თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ. ისინი ორ სასწავლო მიმართულებას – ფრონტ ენდ დეველოპმენტსა და გრაფიკულ დიზაინს სწავლობდნენ.
ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დაუფლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა იყო.
პროექტი ორგანიზაცია “ფიბოლერნთან” თანამშრომლობით განხორციელდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ