ვოლორიმირ ზელენსკი – ევროკავშირის წევრი უფრო სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ

ვოლორიმირ ზელენსკი – ევროკავშირის წევრი უფრო სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ
უკრაინა ელოდება, რომ ევროკავშირის წევრი იმაზე სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ბლოკის წევრი ქვეყნების ლიდერების უმეტესობამ გააფრთხილა ის, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ კიდევ 6-8 წელი რჩებოდა, მოლაპარაკებებიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე კი შეიძლება 10 წელი გავიდეს – დაახლოებით ამდენხანს გაგრძელდა ეს პროცესი სხვა ქვეყნებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ეტაპს გავივლით და უფრო სწრაფად ვიქნებით ევროკავშირში, თუ იგივე გზას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას