ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ქაშიბაძე – ბათუმში იმყოფება – უნდოდათ, მათი გაკეთებული რაღაც ეჩვენებინათ და ვერაფერი აღმოაჩინეს

ბათუმში იმყოფება . უნდოდათ, მათი გაკეთებული რაღაც ეჩვენებინათ და ვერაფერი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეს ს მე-16 სკოლაში ლენტს გაჭრიან, თუმცა ბავშვები ისევ ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. ნიკა ქაშიბაძის მტკიცებით, ხელისუფლება მსგავსი ფაქტებით ხალხის მოსყიდვას ცდილობს.
„როგორც იცით, ბათუმში იმყოფება ირაკლი . უნდოდათ რაღაც ეჩვენებინათ მათი გაკეთებული ბათუმში და ვერაფერი აღმოაჩინეს. მოიფიქრეს, რომ დღეს გახსნიან დაუსრულებელ მე-16 სკოლას, რეალურად ლენტს გაჭრიან და სკოლის მოსწავლეები ისევ ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. ასეთი მოჩვენებითია მათი სახე და ჰგონიათ, რომ მსგავსი სპექტაკლებით მოატყუებენ და მოისყიდიან ადამიანებს.
მინდა ვუთხრა ს, გადახედეთ ბათუმს, როგორ გაანადგურეთ მისი მომავალი, ამ 12 წლის განმავლობაში, როგორ გააღარიბეთ ხალხი და რა სპექტაკლებიც არ უნდა დადგათ, თქვენ, ამ მძიმე შედეგებზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს 26 ოქტომბერს“, – აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ