ბანკის გაქურდვის მცდელობა აბაშაში – დაკავებულია 1 პირი

ბანკის გაქურდვის მცდელობა აბაშაში – დაკავებულია 1 პირი
აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, აბაშის ცენტრში, “კრისტალ ბანკში” შესვლა თავდამსხმელმა წინა კარიდან შეძლო. არსებული ინფორმაციით, მან ბანკის ინვენტარი დაამტვრია, მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერები. საცავი კი, რომლის გახსნასაც შემდუღებელი აპარატით (ე.წ. სვარკით) ცდილობდა, ვერ გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან