რუსეთში პატიმრობაში გარდაიცვალა უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა

უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა სგან მიიღო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამის შესახებ ლუბინეცმა 10 ოქტომბერს, ღამით დაწერა სოციალურ ქსელებში.
27 წლის უკრაინელი ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. პირველი ცნობები ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ 10 ოქტომბერს, საღამოს უკრაინული მედიით გავრცელდა.
გამოცემა „გრატის“ ინფორმაციით, ჟურნალისტის მამამ შვილის მდგომარეობის გასარკვევად რუსეთში 28 აგვისტოს გაგზავნილი მიმართვის პასუხად 10 ოქტომბერს, ელექტრონული ფოსტით მიიღო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომ ვიქტორია როშჩინა 19 სექტემბერს გარდაიცვალა და მის ცხედარს უკრაინულ მხარეს გადასცემენ დაკავებულთა მორიგი გაცვლის დროს. წერილში სიკვდილის მიზეზი დასახელებული არ არის.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 10 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიქტორია როშჩინა რუსეთთან ტყვეების უახლოესი გაცვლის ფარგლებში უნდა გაეთავისუფლებინათ და ბოლო ინფორმაციით, ამ მიზნით, მოსკოვში „ლეფორტოვოს” იზოლატორში გადაიყვანეს.
ვიქტორია როშჩინა 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში გაუჩინარდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან, სადაც მასალებს აგროვებდა პუბლიკაციებისთვის რუსეთის მიერ დანიშნული ს, კახოვკის ჰესის განადგურებით გამოწვეული შედეგების და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ.
ჟურნალისტის ადგილსამყოფლის დასადგენად ოჯახის წევრებმა მიმართეს სხვადასხვა უწყებას, მათ შორის რუსეთის სახალხო დამცველს. 2024 წლის მაისის ბოლოს, ვიქტორია როშჩინას მამამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო აპრილით დათარიღებული პასუხი, რომ როშჩინა დაკავებულია. ჟურნალისტის დაკავება დაადასტურა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც.
ში სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ ჟურნალისტს ტყვეობაში მყოფის სტატუსი მიანიჭა.
ვიქტორია როშჩინა სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უკრაინულ ტელეარხ Громадське-სთან, გამოცემა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიო თავისუფლებასთან.
2022 წლის გაზაფხულზე ჟურნალისტმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მოამზადა რეპორტაჟი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკიდან.
კორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ ვიქტორია როშჩინას უკანონო პატიმრობა და ტრაგიკული სიკვდილი ცხადყოფს, რა ფასად უჯდებათ ჟურნალისტებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაშუქება და სიმართლე. კაპუსის თქმით, ვიქტორია როშჩინას ხსოვნა გვავალდებულებს, მიღწეული იყოს მის სიკვდილში დამნაშავეებისთვის პასუხმგებლობის დაკისრება.
უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა რუსეთზე ზეწოლისკენ, რათა დაისაჯოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში დამნაშავე ყველა პირი.
უკრაინაში ტყვეების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, რუსეთის ტყვეობაში 25-მდე უკრაინელი ჟურნალისტია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ