“ქართველებო, იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის წინააღმდეგ, მე შევუერთდები დემონსტრანტების ძახილს ქუჩებში” – ბუნდესტაგის დეპუტატი

გერმანელმა დეპუტატმა, ანიკო გლოგოვსკი-მეტრენიმ ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას განაცხადა:
“ქართული ოცნება” გადაიზარდა “ქართულ კოშმარში”. სექტემბერში გამოცემული იქნა კანონები, რომლითაც ხდება განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია. მე მინდა გავავლო პარალელი რუსეთის ანალოგიურ კანონთან, ეს არის გარკვეული რევერანსი იმპერიალისტური მეზობლის მიმართ. პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. მე შევუერთდები დემონსტრანტების ძახილს ქუჩებში, არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროკავშირის რიგებში”, – აცხადებს ანიკო გლოგოვსკი-მეტრენი [სინქრონული თარგმანი]
გერმანიის ბუნდესტაგში, ამ წუთებში საქართველოს შესახებ განხილვა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებენ.
გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?