ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ

მაკრონთან შორი მანძილის იარაღის გამოყენების უფლებაზე ვისაუბრეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ტექნიკის დიდი დეფიციტი – ეს პირველია. და მეორე, ამაზეც ვისაუბრეთ, ეს არის შორი რადიუსის მოქმედების ზოგიერთი რაკეტის გამოყენების უფლება, შორი მანძილის დრონების წარმოება, რომლებიც დღეს არასაკმარისადაა” , – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ვეძებთ სახსრებს, ფულს ამისთვის, შიდა წარმოებისთვის დ პარტნიორების მხრიდან ნებართვას.”
მან აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მეთაურებთან რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განუხილავს.
“ეს მოკავშირეებთან ჩვენი საუბრების თემა არ არის – ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტა – და ამაზე არ გვისაუბრია. ვნახე მედიაში რაღაც, რომ დღეს ბევრი ინფორმაცია იყო, რომ მოვედი რათა ცეცხლის შეწყვეტაზე ვისაუბრო. არა, არა, ეს ტყუილია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მარკონმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ზელენსკისთან “კვლავ ძალიან კარგი საუბარი” ჰქონდა და უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ საფრანგეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.
“და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო საფრანგეთის მხრიდან რუსული აგრესიული ომის წინაშე უკრაინული წინააღმდეგობის მხარდაჭერის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პრეზიდენტთან [ზელენსკისთან] საშუალება გვქონოდა განგვეხილა მომავალი კვირები და თვეები, ასევე სამხედრო და დიპლომატიური სამუშაო,” – განაცხადა მარკონმა.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს პარიზში ჩასვლამდე ზელენსკი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან. არსებული ინფორმაციით, ხვალ, 11 ოქტომბერს, ზელენსკი გერმანიაში აპირებს ჩასვლას სადაც შეხვედრები აქვს დაგეგმილი კანცლერ, ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.