ბიძინა ივანიშვილი – ქვეყნის გარედან ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს და განადგურებას ნიშნავს

26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან, ყველაფერთან ერთად, უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, აქვს გამოცდილება და უნარი, რომ სტაბილურობა, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე.
მისი განცხადებით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად და მშვიდობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
„მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად, მშვიდობითა და კეთილდღეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
ამის საპირისპიროდ, ქვეყნის გარედან, ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს, ნგრევასა და განადგურებას ნიშნავს.
სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის.
ღრმად მწამს, რომ სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ამ ულამაზესი კუთხის შვილები მტკიცედ დადგებით საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?