ის ვერ გაუგია, რომ გიგა “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არასოდეს ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია – თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე

“ტაბულას” დამფუძნებელი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ პარტიაში ხშირად მოსვლია კონფლიქტები და მათ შორის გიგა ბოკერიასთან, როდესაც ბოკერია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო.
როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, წითლიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ პარლამენტარობა სურს.
“ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა არასოდეს და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია. გიგასთან დაპირისპირებაც მახსოვს – სიაში რატომ არ ჩამსვიო, ტანტრუმი გაუმართა – მახსოვს ეგ ესემესები. გაოგნებული იყო გიგა ამის შეუპოვარი და სრულიად უთავმოყვარეობით. ახლაც სიის გამო რჩება იქ – პარლამენტში უნდა,” – წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა

შე დეენემით ნაციონალო, ბიძინა ივანიშვილთან მიგაგზავნეს და გინდა დალაგება, რომ შენი პატრონები, “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ილაპარაკებ კორუფციულ სქემებზე?