ტარას სტეპანენკო: საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია – კარგი შედეგის მიღწევას შევეცდებით

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს პოზნანში უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი ჩენი მეტოქის ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ გააკეთა:
„როდესაც პირველად გამომიძახეს ნაკრებში, ეს ჩემთვის დიდი მოვლენა იყო. ეროვნულ გუნდში ტრავმირებულიც კი მოვდიოდი, ვარჯიშობდი და დახმარებას ვცდილობდი. ახლა 35 წლის ვარ და ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვალა. ყველა ფეხბურთელი უნდა გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას. მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილა საუბრები იმაზე, რომ ფეხბურთელებს უკრაინის ნაკრებში თამაში არ უნდათ. ეს სიმართლე არ არის. ვინც ქ ჩამოდის,
მაქსიმალურად ცდილობს დახმარებას.
აზაროვი და გოჩოლეიშვილი? ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. ჩვენ კარგად ვურთიერთობთ და ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია, შეთამაშებული და ბრძოლისუნარიანია. მათ ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც მაღალი კლასის გუნდებში ასპარეზობენ. ჩვენ სერიოზულად ვემზადებით და კარგი შედეგის მიღწევას შევეცდებით“.