მედია: ბუნდესტაგის სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, დეპუტატი აბრაჰამი სანქციებს აანონსებს

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, კნუტ აბრაჰამმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს დე ფაქტო მმართველი უწოდა.

გერმანელმა პოლიტიკოსმა მწვავე განცხადებები “პირველებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა მაგიდაზე ს დასანქცირების საკითხი დევს.

დასავლელი პოლიტიკოსი ბუნდესტაგის სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე პირდაპირ ამბობს, რომ საჭიროა, მიზნობრივი სანქციები დაუწესდეს ყველა იმ პირს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებლები.

ახლა მიდის მსჯელობა, რა იქნება სწორი პასუხი. მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, არ უღალატონ მათ განზრახვებს, რაც არის ევროკავშირის წევრობა. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ტარგეტირებული სანქციები უნდა დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ნამდვილად დაარღვიეს ევროპული კანონები. სანქციები უნდა დაწესდეს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, თუ იარსებებს კონკრეტული მტკიცებულებები მის წინააღმდეგ, მაშინ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა უნდა იყოს”, – განაცხადა კნუტ აბრაჰამმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ