ვოლოდიმირ ზელენსკი – „მშვიდობის ფორმულა“, რომელშიც ომის სამართლიანად დასრულების პირობებია გაწერილი, ნოემბერში მზად იქნება

ომის სამართლიანად დასრულების პუნქტების შემცველი “მშვიდობის ფორმულა” ნოემბრისთვის იქნება მზად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ დუბროვნიკში (ხორვატია) “ – სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ივლისიდან “მშვიდობის ფორმულაზე” ვმუშაობთ, ნოემბერში ის უკვე მზად იქნება ყველა პირობით, რომლებშიც გაწერილია ომის სამართლიანად დასრულება. ეს მშვიდობის მეორე სამიტზე იქნება გაკეთებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, “ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ ვაიძულოთ მიიღოს ამაში მონაწილეობა” და შეასრულოს მშვიდობის ფორმულა.
“ახლა რუსეთი თავს არიდებს პატიოსან და გულწრფელ დიპლომატიას. სწორედ ამიტომ ჩვენ უკრაინაში შევიმუშავეთ ზომების გეგმა, რომელსაც შეუძლია სამომავლო მშვიდობის სამიტთან არსებული ვითარების გამოსწორება. ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს სანდრო სტაბილურობას და საშუალებას მოგვცემს რუსეთს მომავალში ევროპისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა წავართვათ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გეგმა კიევმა უკვე წარუდგინა -ს, როგორც უსაფრთხოების სფეროში უდიდეს დონორს, ახლა უკრაინა ყველა პარტნიორ ქვეყანას უზიარებს გეგმას მისი მიზნების მისაღწევად.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა