ენმ-ის ხუთივე დეპუტატმა ჭიათურაში პარტია დატოვა

ჭიათურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთივე წევრმა პარტია დატოვა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, პარტიის დატოვების საფუძველი ახალი მენეჯმენტი გახდა, „ბოლო წვეთი“ კი ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეობიდან დარეჯან ცხვიტარიას გადაყენება გახდა.
„ახალმა მენეჯმენტმა ვერ მოახერხა ის, რომ პარტია გაერთიანებულიყო. თუ სხვა გზა აღარ რჩება, სჯობს გაეცალო ამ ვითარებას და იბრძოლო არსებული რეჟიმის წინააღმდეგ სხვა პლატფორმიდან ან სხვა სიტუაციიდან“, — განაცხადა ჩიკვილაძემ.
ენმ-დან წასული დეპუტატები მანდატებს არ ტოვებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოში მუშაობას ახალი ფრაქციის სახელით გააგრძელებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა და 14-მა დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულოდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას