იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია

ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი საქართველოში დღეს ჩამობრძანდა და ეს წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საკუთრებაში გადაეცემა.
ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმში ბედიის ბარძიმის გვერდით ღირსეული ადგილს დაიკავებს ქრისტიანული საგანძურის (ოქროს ფონდის) ექსპოზიციაში, სადაც ასევე გამოფენილია ხახულის ხატი, ანჩის ხატი, თამარ მეფის ჯვარი, წილკნის ხატი და სხვა სიწმინდეები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იხილოს იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი (10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #3).
ინფორმაციისთვის: ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე შეიძინა პალიმფსესტი, Codex Sinaiticus Rescriptus-ი, შედგენილი არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია V-VII საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით და შესრულებულია იოანე ზოსიმეს მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს მისი ერთადერთი ხელნაწერია საქართველოში და მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე