“შესანიშნავი მწვრთნელია” – რუნიმ ტენ ჰაგი დაიცვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა მალე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ, The Telegraph-ის ცნობით, “მანკუნიანელები” მის შემცვლელად თომას ტუხელს განიხილავენ.
“წითელი ეშმაკების” ლეგენდები ტენ ჰაგს ხშირად აკრიტიკებენ, უეინ რუნიმ კი ნიდერლანდელი სპეციალისტი დაიცვა.
“ტენ ჰაგი შესანიშნავი მწვრთნელია, ტიტულებს ყველგან იგებდა, მათ შორის ეს “იუნაიტედშიც” მოახერხა. არ ვფიქრობ, რომ მისი გათავისუფლება სწორი იქნება, რადგან ახალი მწვრთნელი ახალი ხედვებით მოვა და მას ტაქტიკის შეცვლა მოუწევს.
გუნდის მე-14 ადგილზე ყოფნა მიუღებელია. “მანჩესტერმა” ტიტულებისთვის უნდა იბრძოლოს. ვიცი, რომ ტენ ჰაგი ამისთვის ძალებს არ
იშურებს”, – ციტირებს რუნის სიტყვებს Daily Mail-ი.

ასევე დაგაინტერესებთ