ირაკლი ბერაია – პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ასევე, ორი დღის განმავლობაში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს ნატო-ს შტაბ-ბინაში

ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი ვიზიტი, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საქართველო – ნატო-ს შორის არსებულ ურთიერთობებსა და ყოვლისმომცველ ხასიათს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც ბერაიამ აღნიშნა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტის სამიტზე და ვერცერთი მესამე სახელმწიფო ამ პროცესს ვეტოს ვერ დაადებს.
მისი თქმით, ევროპის დედაქალაქებში საქართველოს უყურებენ და განიხილავენ, როგორც ნატო-ს მომავალ წევრ სახელმწიფოს.
,,პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ასევე, ორი დღის განმავლობაში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს ნატო-ს შტაბ-ბინაში. შეხვედრა გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და ელჩებთან. ევროპის დედაქალაქებში საქართველოს უყურებენ და განიხილავენ, როგორც ნატო-ს მომავალ წევრ სახელმწიფოს. ქართული დელეგაციის მხრიდან მთავარი სასაუბრო იქნება – რეგიონალური უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, პროგრესი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გადაუდებელი საჭიროება. საქართველო ღირსეულად ინაწილებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ტვირთს და მზად არის, ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ევროატლანტიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელი და მიუღწეველია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გარეშე. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე და ყველა სამიტი ამ გადაწყვეტილებას იმეორებს. ამას ვერცერთი მესამე სახელმწიფო ვეტოს ვერ დაადებს. ჩვენ ამ მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაცია გვინდა,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ