რუსი მესაზღვრეების კიდევ ერთი ნაწილი დატოვებს სომხეთს

2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთ-ირანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები სომეხი მესაზღვრეებით ჩანაცვლდებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაგდასარიანმა თქვა, რომ ასეთი შეთანხმება 8 ოქტომბერს, მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი მესაზღვრეები სომეხ მესაზღვრეებთან ერთად განაგრძობენ სომხეთ-ირანის საზღვარზე მსახურობას.
“2025 წლის 1 იანვრიდან სომეხი მესაზღვრეები რუს მესაზღვრეებთან ერთად დაიცავენ საზღვარს თურქეთთან და ირანთან. სომხეთ-ირანის საზღვრის საგუშაგოზე კი საქმიანობას მთლიანად სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახური განახორციელებს”, – წერს ბაგდასარიანი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის სასაზღვრო ჯარმა რუს კოლეგებს გაუგზავნა შეტყობინება და აცნობა, რომ სომეხ მესაზღვრეებს გააჩნიათ საჭირო უნარები და ცოდნა ზვართნოცის აეროპორტში დამოუკიდებლად მსახურობისთვის.
31 ივლისს ს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა სომხურ მხარეს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციები გადასცეს.