სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაგეგმილზე უფრო ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იყო ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45 – კმ55 მონაკვეთის გავლით.